სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  კატეხიზმო

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 20, სულ: 23  შემდეგი > 
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიით სპეკულაციები - კატეხიზმო
ავტ.: შავლეგო : 7/1/2009

1989 წლის 9 აპრილის ირგვლივ გამუდმებული სპეკულაციებია ქართულ მედიაში და განსაკუთრებით ტელევიზიებში -- რომლებიც ხშირად ამ ასპექტში თვალთმაქცურად „არ დაუჯერეს სასულიერო პირს“-ო მოტივს იყენებენ.

კატეხიზმოს პირველი თეზისი ასეთია:

სსრკ პოლიტბიურო ფრიად შეშფოთებული იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აზვირთებით (და არა მხოლოდ საქართველოში) -- მასობრივი, მრავალათასიანი მიტინგებით -- რაც ძალისა და სიმრავლის უმნიშვნელოვანესი დემონსტრირება იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის -- რაც კომპარტიას რესპუბლიკების ქალაქებზე კონტროლს აკარგვინებდა და გადაწყვიტა -- ერთხელ-და-სამუდამოდ, მისთვის ფრიად ჩვეული დემონსტრატიული სისასტიკით ჩაეხშო „ქუჩის მასობრივი აქციები“ და ამითი „დაეცხრო“ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.

ანუ:

სსრკ პოლიტბიუროს მიზანი იყო:

  • ტერორიზების ხერხით მომავალში შეუძლებელი გაეხადა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მასსობრივი აქციები, კვლავ გაეთითოკაცებინა საპროტესტო მოძრაობა და კვლავ „შეეტენა“ იგი „სალონებისა და სამზარეულო-ქუხნებისკენ“.   
     
  • გათითოკაცებული ეროვნული მოძრაობის ლიდერების შემდგომი იზოლაციით „თავი მოეკვეთათ“ მისთვის და ამითი საბოლოოდ ჩაეკლათ.

აღნიშნული მიზნის აღმსრულებლად კი ორი ფაქტორი გამოიყენეს:

ა) მატერორიზებელი -- ანუ სპეცდანიშნულების რაზმები
და...
ბ) ჩამაწყნარებელი ანუ „სალონებისა და სამზარეულო-ქუხნებისკენ“ მიმთითებელი -- „სასულიერო პირი“...

ეს თეზისი თავისთავად წარმოაჩენს „სალონებსა და სამზარეულო-კუხნებში“ შებრუნების გარდუვალ შედეგსაც:

მასობრივი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩაცხრებოდა, ჩაკვდებოდა, „სალონურ-სამზარეულო“ ჩურჩულად გარდაიქმნებოდა და „პერესტროიკა“ თავისი დაგეგმილი გეზით განვითარდებოდა.

ამერიკის პრეზიდენტმა ბუშმა სწორედ ასე განაცხადა 1989 წლს -- აზვირთებული ქართული ეროვნული მოძრაობის მიმართ -- „მსგავსი მოვლენები აფერხებენ პერესტროიკასო“... -- დავამატებთ: არა თუ აფერხებდნენ, არამედ -- ანგრევდნენ და ლეწავდნენ განახლებული საბაზრო საბჭოთა იმპერიის აღმშენებლობას.

მაგრამ, 2006 წლის 10 მაისს ჯორჯ ბუშმა შვილმა თავის სიტყვაში, რომელიც წარმოთქვა საქართველოში ვიზიტის დროს -- სრულიად საპირისპირო განაცხადა: "...როდესაც 16 წლის წინათ, აქ ქართველი ხალხი შეიკრიბა, ამ მოედანს სხვა სახელი ჰქონდა. ლენინის ცივი გამოხედვის ქვეშ ათასობით ქართველი ლოცულობდა და დამოუკიდებლობას მოითხოვდა. საბჭოთა არმიამ რამდენიმე ქართველი გაანადგურა, მაგრამ ქართული სულის განადგურება ვერ შეძლო. ერთი წლის შემდეგ, ქართველები ამ მოედანზე დაბრუნდნენ და ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს. 1991 წლის 9 აპრილს თქვენ მსოფლიოს გამოუცხადეთ, რომ საბჭოთა საქართველო აღარ არსებობს და მას თავისუფალი საქართველოს დაბადება ამცნეს“. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია ვაშინგტონის ორპირობისა საქართველოს მიმართ...

1989 წელს გაღებული „მცირე სისხლით“ ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა უზომოდ მეტი -- შეინარჩუნდა და კიდევ უფრო ააზვირთა ამის შემდეგ უკვე საერთო-სახალხო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა -- რომელმაც საბოლოო ჯამში დაამსხვრია და დალეწა გორბაჩევ-ბუშის მიერ მალტაზე მიღწეული გარიგება -- ბალტიის რესპუბლიკების დათმობით ხელახლა შეეკოწიწებინათ „განახლებული საბჭოთა კავშირი“ -- ახალი საბყრობილე ერებისათვის.

სწორედ 9 აპრილის დაღვრილი სისხლი გახდა ის ჩათესილი თესლი, რომელიც აჯეჯილდა, დამწიფდა, ყანა გახდა და საქართველოს დამოუკიდებლობის სულიერი და ზნეობრივი საზრდო შეიქმნა -- რაც ზუსტად ორი წლის თავზე ახდა კიდეც დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებით!


ჯორჯ ბუშის სიტყვა, წარმოთქმული საქართველოში ვიზიტის დროს (2006 წლის 10 მაისი):

«როდესაც 16 წლის წინათ, აქ ქართველი ხალხი შეიკრიბა, ამ მოედანს სხვა სახელი ჰქონდა. ლენინის ცივი გამოხედვის ქვეშ ათასობით ქართველი ლოცულობდა და დამოუკიდებლობას მოითხოვდა. საბჭოთა არმიამ რამდენიმე ქართველი გაანადგურა, მაგრამ ქართული სულის განადგურება ვერ შეძლო. ერთი წლის შემდეგ, ქართველები ამ მოედანზე დაბრუნდნენ და ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს. 1991 წლის 9 აპრილს თქვენ მსოფლიოს გამოუცხადეთ, რომ საბჭოთა საქართველო აღარ არსებობს და მას თავისუფალი საქართველოს დაბადება ამცნეთ!»


კიდევ ერთი სპეკულაცია და სიცრუე ასეთი არსისაა: „1989 წლის ტრაგედია საქართველოს ეროვნული მოძრაობის შეცდომებმა და აჩქარებულობამ გამოიწვია -- აი სხვაგან -- განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში დამოუკიდებლობას ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე სიმღერ-სიმღერით მიაღწიეს“...

მაგრამ... -- გადავხედოთ ისტორიას -- თუ როგორ ცდილობდა საბჭოთა სისტემა ტერორითა და მასობრივი სისხლისღვრით ძალაუფლების შენარჩუნებას სსრკ სხვა რესპუბლიკებში და მათ შორის ბალტიისპირეთშიც.

ბაქო - 1990 წლის 20 იანვრის ტრაგედია -- „1990 ბაქოს შავი იანვარი“

 
http://en.wikipedia.org/wiki/Black_January

Чувтсвуя накаление ситуации в Баку первый десант был высажен в аэропорту еще 12 января, однако был блокирован бензовозами

15 января на части территории Азербайджана было объявлено чрезвычайное положение, однако оно не распространялось на Баку.

16-19 января на подступах к Баку была создана крупная оперативная группировка общей численностью более 50.000 военнослужащих из состава частей Закавказского, Московского, Ленинградского, других военных округов, военно-морского флота, внутренних войск МВД. Бакинская бухта и подходы к ней были блокированы кораблями и катерами Каспийской военной флотилии.

В ночь с 19 на 20 января 1990 года советская армия штурмовала Баку с целью разгрома антисоветского Народного Фронта и спасения власти Коммунистической партии в Азербайджане, руководствуясь указом о вводе в городе чрезвычайного положения, которое было объявлено несколько часов спустя.

Для подавления беспорядков в ночь на 20 января в город были введены части Тульской дивизии ВДВ под командованием полковника Александра Лебедя. С юга в город вошли подразделения подполковника Ю. Наумова [5]. Операция получила кодовое название «Удар». Танки сметали баррикады и провоцировали ДТП. Целью военных был бакинский порт, где по сведениям разведки на теплоходе Сабит Оруджев находился штаб Народного Фронта. Накануне операции, с помощью диверсии спецназа КГБ, было отключено вещание с бакинской телебашни. После подавления восстания в Баку, Советская Армия восстановила свергнутую советскую власть в городах Азербайджана.

В результате ввода в город частей Советской Армии погибло 124 человека, 737 ранено.

სხვა ვიდეომასალები „ბაქოს შავი იანვრის“ შესახებ იხილეთ >>>

რიგა -- 1991 წლის 14-20 იანვრის -- „1991 რიგის ბარიკადები“
http://en.wikipedia.org/wiki/January_1991_events_in_Latvia

Трагические события января 1991 года развернулись в латвийской столице уже после принятия Сеймом Декларации о восстановлении государственной независимости Латвийской республики (ЛР). В стране на какое-то время воцарилось двоевластие: действовали все структуры СССР, а парламент и правительство формировали параллельно структуры Латвийской Республики. Так возникли, в том числе и две прокуратуры, милиция и полиция и т.д. Первой жертвой баррикадного движения стал шофер Министерства сообщений Роберт Мурниекс, погибший от пули омоновцев 14 января 1991 года, при разблокировании заграждений в Риге у моста в городском районе Вецмилгравис.

Вечером 20 января 1991 года, когда в Риге повсеместно были возведены баррикады, Рижский ОМОН, оставшийся верным союзной присяге взял штурмом местное МВД. В ходе вооруженного боя погибли сотрудники МВД - старший участковый инспектор Сергей Кононенко и лейтенант милиции Владимир Гомонович, а в соседнем парке шальная пуля сразила режиссера-кинодокументалиста Андриса Слапиньша, был смертельно ранен кинооператор Гвидо Звайгзне.

ვილნიუსი -- 1991 წლის 13 იანვარი -- „1991 ვილნიუსი თავისუფლების დამცველთა დღე“
http://en.wikipedia.org/wiki/January_Events

День защитников свободы в Литве - день поминовения жертв кровавых январских событий 1991 года. В ночь на 13 января 1991 года советские войска предприняли попытку при поддержке танков захватить телевизионную башню, и весь мир внимательно следил за событиями в Вильнюсе. Тогда под танками погибли 14 человек, сотни получили ранения - такую цену заплатила Литва за свою независимость.

1991 год, 12 января - командующий Вильнюсским военным округом Владимир Усхопчик спокойно сообщил о готовящихся маневрах с участием псковских десантников группы Альфа. В тот же день после полуночи из военного городка в Вильнюсе выдвинулись танки. Колонна остановилась у телебашни и здания Литовского радио и телевидения. До 2 часов ночи телевизионщики транслировали происходящее в стране, потом военная техника окружила их здание и телебашню.

Именно здесь и погибли 14 мирных жителей, которые вышли защитить провозглашенную в марте 1990 года независимость страны. Спецподразделения атаковать не решились - здесь круглосуточно дежурили люди. Советские войска покинули территорию страны только после августовского путча в Москве.

 


დასკვნა:
თბილისის 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია მხოლოდ დასაწყისი, უვერტიურა იყო იმ ტერორისტული აქციებისა, რომლებიც საბჭოთა იმპერიულმა სისტემებმა განახორციელეს იმ ერების წინააღმდეგ, რომლებიც მძლავრად და უკომპრომისოდ იბრძოდნენ არა მხოლოდ დამოუკიდებლობისათვის, არამაედ, ამავდროულად -- საკავშირო და ადგილობრივი კომპარტიების ბატონობისაგან განთავისუფლებისათვის. მსგავსი და უარესი ტრაგედიები უკვე თბილისის ტრაგედიის შემდგომ -- რაც არსებითია, რამდენადაც უკვე იყო მაგალითი უკომპრომისო წინააღმდეგობისა -- განმეორდა ბაქოში, რიგაში და ვილნიუსში.

 


გუბაზ სანიკიძე პრსა.გე–ს
http://presa.ge/index.php?text=news&i=10931

დღემდე ყველა საუბრობს ამ თემაზე, მაგრამ მაინც არავინ არაფერს ლაპარაკობს. მაინც რა მოხდა მაშინ პატრიარქთან დაკავშირებით?

– მაშინ, ოპოზიციის ნაწილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ სამების ეკლესისთან მისულ ხალხთან პატრიარქი გამოვიდოდა და მოითხოვდა სააკაშვილის გადადგომას.

 


 

ქართული ეროვნული მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მომხრისა და მხარდამჭერის კატეხიზმო


საკვანძო სიტყვები: 1989 წლის 9 აპრილი, ბაქოს 1990 შავი იანვარი, ვილნიუსის 1991 თავისუფლების დაცვა, მალტის 1989 წლის შეთქმულება, რიგის 1991 ბარიკადები, ჯორჯ ბუში

ასოცირებული პუბლიკაციები::
• 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ »
• პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვიზიტი ფინეთიში »
• სსრკ მიერ ბალტიის ანექსიის „არ ცნობის“ დოქტრინა - კატეხიზმო »
• "Chicken Kiev" - კიევი, 1991, ბუშის „კიევური კოტლეტი“ - კატეხიზმო »
• ბუშის - „კაცი (ადამიანი) რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მისცურავს“ - კატეხიზმო »
• სრულად…
© ბესარიონ გუგუშვილი