სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  კაინის მემკვიდრეები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 31, სულ: 33  შემდეგი > 
1990-91 წწ უზენაესი საბჭოს დეპუტატების მედეა თუშმალიშვილისა და ვიქტორ დომუხოვსკის განცხადება
ავტ.: შავლეგო : 3/25/2010

1990-91 წწ უზენაესი საბჭოს დეპუტატების მედეა თუშმალიშვილისა და ვიქტორ დომუხოვსკის განცხადება

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ახლა უკვე აშკარად და დაუფარავად იწყებენ „დიალოგს” კრემლთან და მას დახმარებას სთხოვენ, რითაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან როგორც ახლო ასევე შორეულ პერსპექტივაში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, დასავლეთში მცხოვრებმა ქართველებმა აქტიურად გამოხატონ თავიანთი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი.

იმ მიზნით, რომ ჩვენი დახმარება საქართველოს დასავლეთის სამყაროში ინტეგრაციის პროცესში იყოს უფრო ქმედითი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაარსდეს პოლიტიკური გაერთიანება „ქარტია 2010”.

მედეა თუშმალიშვილი – საფრანგეთი
ვიქტორ დომუხოვსკი – პოლონეთი

„ქარტია 2010”-ის გამგეობა:
დოდონა კიზირია – აშშ
ირაკლი ხიზანიშვილი – აშშ
რევაზ ბოჭორიშვილი – საფრანგეთი
ჩარლზ ჩხოტუა – ესპანეთი
მაია სიმონია – ჰოლანდია
რენო სირაძე – ფინეთი

2010 წლის მარტი


აქ ფრიად საინტერესო ასპექტები არსებობს [შავლეგო]: 

  • რატომ შეიკვეცეს უზენაესი საბჭოს დეპუტატებმა თუშმალიშვილმა და დომუხოვსკიმ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ვადები? -- მაშინ, როდესაც სააკაშვილის ფაქტობრივი ძალაუფლებაც კი ცნობს 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს „ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში“?
  • რატომ უღალატეს თავის ამომრჩეველს, როემლმაც ისინი 5 წლის ვადით აირჩია?
  • რატომ „გაალეგიტიმურეს“ შევარდნაძის ხუნტა — ცნეს რა უზენაესი საბჭოს გაუქმება 1991 წლის შემდგომ?
  • როდესაც წერენ: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, დასავლეთში მცხოვრებმა ქართველებმა აქტიურად გამოხატონ თავიანთი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი“ — განა ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ განვლილი თითქმის 20 წლის განმავლობაში დასავლეთში მცხოვრებ ქართველობას არ გააჩნდა საბაბი გამოეხატა თავისი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ?

თუმცა საქართველოსა და მთელს მსოფლიოში სააკაშვილის ანტიეროვნული, გლობალისტური, კომპრადორული რეჟიმის მიერ გაჩაღებული ნაციონალისტური ისტერიის ფონზე ეს ყველაფერი გარკვეული თვალსაზრისით გასაგებიცაა — ჩანს დამკვეთიც და ჩანს შემსრულებელიც...



საკვანძო სიტყვები: ლეგიტიმურობა, პუტჩი, უზენაესი საბჭო

ასოცირებული პუბლიკაციები::
• ვითომ სამართლიანობის აღდგენა »
• „მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო“ - პარტია? -- კატეხიზმო »
• ავტომატიანი ინტელიგენტები: კიტოვანი და ხაინდრავა »
• ეროვნული მოძრაობა - მოკლე ისტორია »
• პირველი გასროლის სინდრომი - კატეხიზმო »
© ბესარიონ გუგუშვილი