1991 წლის ოქტომბრის პუტჩი - პუტჩისტების ჭანტურიას და წერეთლის ბარიკადები რუსთაველზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია რუსთაველის პროსპექტზე მომხდარი საშინელი შემთხვევა, რომელიც ირაკლი წერეთლის პარტიას აწევს ცოდვად. მან ვერ აიტანა რისხვა მოსახლეობისა, რომელიც ცდილობდა საკუთარი ინიციატივით რუსთაველის პროსპექტის გათავისუფლებას. წერეთლის პარტიის წევრებმა და წერეთელმა საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა ფეხმძიმე ქალბატონს, რომელიც იქვე დაიღუპა... წერეთლის უშუალო ბრძანებით ოთხი შვილის მამას არმატურის დიდი ნაჭერი ჩაარტყეს თავში და იგი ქალაქის პირველ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს გახლდათ ბატონი ტრისტან ედიშერაშვილი. ასევე განსაკუთრებით აღნსანიშნავია ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგზემე გამოსული ექიმი გია აბესაძე, რომელიც კანონიერი ხელისუფლების მომხრე გახლდათ. მან მიტინგზე გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა მისულიყო და ერჩია მოწინააღმდეგეებისათვის შეეწყვიტათ საქართველოსათვის დამღუპველი ქმედება. მაგრამ ამაოდ დაშვრა და პროტესტის ნიშნად იქ, სადაც ე.წ. მეამბოხეები იმყოფებოდნენ, ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.
თვით პუტჩისტების მხრივ არავინ არ დაღუპულა.
![1991_clis_5_oqtombis_putchi_2.gif](userfiles/image/1991_clis_5_oqtombis_putchi_2.gif)
პუტჩის ლოზუნგია - ძირს დიქტატორი გამსახურდია, თავისუფლება გიორგი ხაინდრავას
![](userfiles/image/junta/1234_Barikadebi.jpg)
1991 წლის ოქტომბრის პუტჩი - ჭანტურიას „როვნულ/დემოკრატების“ ბარიკადები იმელთან
![1991_clis_5_oqtombis_putchi_3.gif](userfiles/image/1991_clis_5_oqtombis_putchi_3.gif)
ეროვნული ხელისუფლების მომხრეები პერმანენტული მიტინგით იცავენ მთავრობის სასახლეს
![1991_clis_5_oqtombis_putchi_4.gif](userfiles/image/1991_clis_5_oqtombis_putchi_4.gif)
პრეზიდენტი და ხალხი იცავს საქართველოს
ვიდეო: 1991 ოქტომბრის პუტჩი - პუტჩისტების ბარიკადები რუსთაველზე